ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციამ მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი აღმოაჩინა. ინციდენტი ბელფასტში, გოლფკლუბთან ახლოს მოხდა.
როგორც გამოძიება ვარაუდობს, ბომბი ნაციონალისტური მოძრაობის წევრებმა დაამონტაჟეს, რომლებიც ერთ-ერთი მოწინააღმდეგის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. სამიზნის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
პოლიციამ მანქანაზე დამონტაჟებული ბომბის გაუვნებელყოფა წარმატებულად შეძლო.
მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონერის სასამართლოსთან ბომბი აფეთქდა, რომელიც ნაციონალისტების სამხედრო დაჯგუფების წევრებმა დაამონტაჟეს. აფეთქების შედეგად, არავინ დაშავებულა.