ბელარუსში მორიგი ტური ჩაატარეს - ქართველებს არ უთამაშიათ, ქანთარია მოიწამლა
ბელარუსში მორიგი ტური ჩაატარეს - ქართველებს არ უთამაშიათ, ქანთარია მოიწამლა

ბელარუსის ჩემპიონატში მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. გროდნოსნემანი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი ქანთარიაა, ბორისოვოსბატეს“ ესტუმრა და ანგარიშით – 1:3 დამარცხდა.

23 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი გუნდის განაცხადშიც არ იყო. გროდნოელთა მთავარი მწვრთნელის, იგორ კოვალევიჩის თქმით, ქართველი ფეხბურთელი მოულოდნელად თამაშამდე მოიწამლა.

„თამაშამდე მოულოდნელად ქანთარია დაგვაკლდა და პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. მოედნის ცენტრში აგრესიულობა არ გვყოფნიდა. ამან ჩვენს თამაშსა და შედეგზე გავლენა მოახდინა. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ის მოიწამლა და ჯერ არ ვიცი, როდის დაგვიბრუნდება“, – ამბობს კოვალევიჩი.

სოლოგორსკის „შახტიორმა“ კი საშინაო არენაზე „ისლოჩი“ ანგარიშით – 4:0 გაანადგურა. ტრავმის გამო ლაშა შინდაგორიძეს არ უთამაშია, გეგა დიასამიძე კი ამჯერად განაცხადში იყო, მაგრამ ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა.