ბათუმის „დინამოსთან“ წაგების შემდეგ - „ბატეს“ გულშემატკივრებმა მწვრთნელს მხარი დაუჭირეს, ხელმძღვანელობას კი მუშაობის გადაფასება მოსთხოვეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოსთან“ წაგების შემდეგ - „ბატეს“ გულშემატკივრებმა მწვრთნელს მხარი დაუჭირეს, ხელმძღვანელობას კი მუშაობის გადაფასება მოსთხოვეს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ წაგების შემდეგ – „ბატეს“ გულშემატკივრებმა მწვრთნელს მხარი დაუჭირეს, ხელმძღვანელობას კი მუშაობის გადაფასება მოსთხოვეს

ბატეს“ გულშემატკივრებმა მხარი დაუჭირეს გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვიტალი ჟუკოვსკის, რომელიც კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ წაგების შემდეგ (1:0 პირველი შეხვედრა, 1:4 – განმეორებითი მატჩი) გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ (1:4), ბორისოვიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვიტალი ჟუკოვსკიმ აღიარა, რომ გულშემატკივრებისა და მენეჯმენტის წინაშე ამ შედეგის რცხვენოდა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ჟურნალისტ ვლად ტატურის თქმით, „ბატე“ ჟუკოვსკის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

„გულშემატკივრების სახელით, მხარდაჭერას ვუცხადებთ ფეხბურთელებს და განსაკუთრებით ჩვენი გუნდის მწვრთნელს, ვიტალი ჟუკოვსკის. ძვირფასო ვიტალი ლეონიდოვიჩ, გამოვხატავთ მადლიერებას და პატივისცემას იმის გამო, რომ ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი ხართ. თქვენ ღირსეული ადამიანი ხართ! ახლა გუნდში ხართ და სხვა გზა არ არსებობს. გუნდის მენეჯმენტს ვთავაზობთ, ბოლო წლების განმავლობაში მუშაობა გადააფასონ. როგორც ჩანს, ისინი შეცდომებს არასწორი მიმართულებით ეძებენ“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

დატოვე კომენტარი