ბელარუსის ჩემპიონატში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბელარუსის ჩემპიონატში, რომელიც პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფქსირდა.
„პრესბოლის“ ინფორმაციით, ვირუსი „მინსკის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა და მთელი გუნდი ორი კვირით კარანტინში გადაიყვანეს. შესაბამისად, „მინსკი“ ტურნირს დროებით გამოეთიშა და მინიმუმ ორ მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ჩემპიონატი ერთადერთი ევროპული ლიგაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში თამაში არ შეწყვეტილა.
ბოლო მონაცემებით, ბელარუსში ინფიცირების 22 973 შემთხვევაა, რომელთაგან 131 ლეტალურად დასრულდა.