საქართველოს ჩემპიონატი ბეისბოლში დასასრულს უახლოვდება. ტურნირმა სტარტი 2018 წლის 13 ოქტომბერს აიღო, პირველობისთვის რვა კლუბი იბრძვის, თბილისიდან და რეგიონებიდან – მათ შორის, იმერეთიდან და სვანეთიდან.
ჩემპიონატი თბილისის 92-ე საჯარო სკოლის სტადიონზე მიმდინარეობს. ტურნირი უკვე დასკვნით ფაზაშია შესული და მალე ჩემპიონატის პრიზიორები გამოვლენდება. შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონმა კლუბმა, ევროპის ბეისბოლის ფედერაციათა თასის ტურნირზე იასპარეზოს.
ტურნირის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს „შტატი – 51“-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ამერიკული კულტურის მიმართულებებს და სპორტის სახეობათა ფედერაციებს საქართველოში, რომლის წევრსაც ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციაც წარმოადგენს.
„განსაკუთრებით ის ფაქტი მახარებს, რომ წელს მონაწილეთა გეოგრაფია გაიზარდა და გუნდი სვანეთში ჩამოყალიბდა. ჩვენ ბეისბოლის და სოფტბოლის პოპულარიზაცია გვსურს. ამ საქმეში თითოეული ახალი გუნდის შექმნა და ყოველ ახალ ქალაქში შესვლა უმნიშვნელოვანს მივლენად მიგვაჩნია,“ – განაცხადა პირველ არხთან ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოგა დათუნაშვილმა.