„ნიუ იორკ იანკიზის“ ბეისბოლისტმა 81-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
„ნიუ იორკ იანკიზის“ ბეისბოლისტმა 81-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„ნიუ იორკ იანკიზის“ დომინიკელი ბეისბოლისტი დომინგო ხერმანი 81-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, – წერს კლუბის პრესსამახური. 27 წლის პიტჩერი დამნაშავედ ცნეს ოჯახურ ძალადობაში, რის გამოც ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი მიიღო.

ბეისბოლისტი საკუთარი შეყვარებულის ცემისთვის მოიხდის სასჯელს – მას მთელი მომავალი სეზონის გამოტოვება მოუწევს.

გასულ სეზონში ხერმანმა „იანკიზის“ რიგებში 153 სტრაიკ-აუტი შეასრულა და ჯამში 18 თამაში მოიგო. ნიუიორკული კლუბი MLB-ის პლეი ოფის ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ექვს მატჩში წააგო „ჰიუსტონ ასტროსთან“ (2:4).