ფალკაო ფეხბურთის შემდეგ ბეისბოლს ითამაშებს
ფალკაო ფეხბურთის შემდეგ ბეისბოლს ითამაშებს

კოლუმბიის ნაკრების ფორვარდმა რადამელ ფალკაომ გაამხილა – რას გააკეთებს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ.

„მიყვარს ბეისბოლი. პატარაობისას, როცა ვენესუელაში ვცხოვრობდი, რეგულარულად ვთამაშობდი ამ საოცარ თამაშს. ხშირად ვლაპარაკობ ამის შესახებ ჩემს მეუღლესთან.

მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, მინდა ძალები მოვსინჯო ბეისბოლში, როგორც ეს მაიკლ ჯორდანმა გააკეთა. საშიში არაფერია იმაში, რომ მანამდე ის კალათბურთელი იყო. მინდა ვიყო პირველი, ვინც წარმატებას მიაღწევს“, – თქვა ფალკაომ.

ამ სეზონში ფალკაომ 34 მატჩი ჩაატარა „მონაკოში“, 16 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.