ბეირუთზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ბეირუთზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ბაშურაში მდებარე მრავალსართულიან შენობაში განთავსებული იყო „ჰეზბოლას“ ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ზუსტი თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
ღამის განმავლობაში კიდევ ხუთი საჰაერო იერიში განხორციელდა ლიბანის სამხრეთით, გარეუბან დაჰიეში მდებარე სამიზნეებზე.
ისრაელმა ცენტრალურ ბეირუთზე საჰაერო იერიში 2006 წლის შემდეგ პირველად მიიტანა.