ბეჟანიშვილის 14 ქულა სადებიუტო შეხვედრაში - „სკაიჰოუკსმა“ პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 14 ქულა სადებიუტო შეხვედრაში - „სკაიჰოუკსმა“ პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 5 ნოემბერს, გამთენიისას NBA-ის განვითარების ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. G ლიგაში ორი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს – სანდრო მამუკელაშვილი „ვისკონსინ ჰერდის“ შემადგენლობაში იქნება, რომელიც „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდია, ხოლო ავსტრიის მოქალაქე გიორგი ბეჟანიშვილი „ატლანტა ჰოუკსის“ „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსის“ ღირსებას დაიცავს.

სადებიუტო შეხვედრა გამართა გიორგი ბეჟანიშვილმა, რომლის გუნდმაც „ბრუკლინ ნეტსის“ „ლონგ აილენდ ნეტსს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 135-93 დაამარცხა.

გიორგი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ 16 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 14 ქულის, 2 მოხსნის (ორივე შეტევაში) და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. მან 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა, პერიმეტრიდან ერთხელ სცადა ბურთის ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ.

სეზონის პირველი მატჩი გამართა მამუკელაშვილისვისკონსინ ჰერდმაც“, რომელიც „ვინდი სითისთან“ სახლში 110-115 დამარცხდა. სანდროს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ტვინის შერყევა აქვს.