ბეჟანიშვილის 10 ქულა G ლიგაში - „სკაიჰოუკსმა“ ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 10 ქულა G ლიგაში - „სკაიჰოუკსმა“ ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G ლიგაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. დაძაბული აღმოჩნდა გიორგი ბეჟანიშვილის გუნდის, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსის“ მატჩი, რომელშიც „ვესტჩესტერ ნიქსს“ დაუპირისპირდა და ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით 110-108 მოიგო.

ბეჟანიშვილმა კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა — მან 23 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ უშედეგოდ ისროლა. გიორგის ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო +/- მაჩვენებელი ჰქონდა — მისი პარკეტზე ყოფნის დროს „სკაიჰოუკსმა“ მეტოქეს 13 ქულით მოუგო. რაც შეეხება პასივს, მას 3 პერსონალური ფოლი დაუგროვდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა — პირველი მეოთხედი „სკაიჰოუკსმა“ 9 ქულით მოიგო, მაგრამ ბოლო პერიოდის დაწყებამდე „ვესტჩესტერ ნიქსი“ 3 ქულით დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 0.4 წამით ადრე, როცა ბეჟანიშვილის გუნდი 107-108-ს აგებდა, ბრენდონ უილიამსმა ეფექტური მოძრაობის შემდეგ სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს მოაგებინა.

7 შეხვედრის შემდეგ „ატლანტა ჰოუკსის“ G ლიგის გუნდს 4 მოგება და 3 მარცხი აქვს, გუნდი აღმოსავლეთ დივიზიონში მე-3 ადგილზე იმყოფება.