დღეს, ევროპის ორ ქალაქში ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირების ფინალისტები გამოვლინდნენ.
ვენაში, გადამწყვეტ მატჩში, ერთმანეთს იაპონელი კეი ნიშიკორი და სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი დაუპირისპირდებიან. ბაზელის ტურნირის რვაგზის გამარჯვებული, ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მეცხრე ტიტულთანაც ძალიან ახლოსაა. მისი მეტოქე რუმინელი მარიუს კოპილია, რომელსაც რეიტინგში 93-ე ადგილი უჭირავს. რუმინელმა 1/8 ფინალში მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი ხორვატი – მარინ ჩილიჩი, ხოლო 1/2 ფინალში, რეიტინგის მეხუთე ჩოგბურთელი ალექსანდ ზვერევი დაამარცხა.
სავარაუდოდ როჯერს იოლი გასეირნება არ ექნება, მაგრამ 36 წლის შვეიცარიელი ლეგენდა სამშობლოში წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.