კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გრძელდება – ინფორმაციას „შპს სტადიონი“ ავრცელებს.
„სტადიონის მშენებლობას აქტიურად ვაგრძელებთ. ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესი სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს“ – წერია „შპს სტადიონის“ განცხადებაში.
„შპს სტადიონი“ აჭარის მთავრობამ საგანგებოდ ამ სტადიონის მშენებლობისთვის დააფუძნა. მშენებლობას კი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აწარმოებს.
სტადიონზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. სკამების მონტაჟი და მოედნის დაგება კი თვეზე მეტია, რაც დასრულებულია. გარე პერიმეტრის მოწერიგებაც დასასრულს უახლოვდება. მოეწყო 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე.