ბათუმში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

18:50, 27.05.2020

ბათუმში პოლიციასა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირება მოხდა წერეთლის გამზირზე. პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა გზის გადაკეტვის საშუალება და ქუჩის მეორე მხარეს გადაადგილებისკენ მოუწოდა, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

მსგავსი