აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით 5 მაისს დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები. როგორც ისინი აცხადებენ, დაკავებულები უდანაშაულონი არიან და მოითხოვენ, საპატიმროდან გათავისუფლდნენ.

„ერთ საათს ვაძლევთ დროს და გვიპასუხონ, ათავისუფლებენ თუ არა უდანაშაულო ბიჭებს. ერთ საათში გავაკეთებთ განცხადებას, თუ რას მოვიმოქმედებთ“, – ამბობს დაკავებულის ძმა ფირუზ წულუკიძე.

დაკავება 5 მაისს, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების ფაქტზე მოხდა.