ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ემიჯნებიან ასლან ვაშაყმაძეს, რომელმაც პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეო გაავრცელა
ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ემიჯნებიან ასლან ვაშაყმაძეს, რომელმაც პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეო გაავრცელა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, ასლან ვაშაყმაძის ვიდეომიმართვას, რომელშიც მან მოსახლეობას პოლიციის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისგან მოუწოდა, ბათუმში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ემიჯნებიან.

„ამორალურია განცხადება, რომელსაც ვემიჯნებით, ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი“, – ამბობს „ლელოს“ წევრი ალექსანდრე მილორავა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ვაშაყმაძე იყო მათი მხარდამჭერი და ოქრუაშვილის პარტიის წევრი.

„ასლან ვაშაყმაძე მართლაც იყო ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერი და ერთ-ერთი პარტიის წევრი, გუშინ ოპოზიციური ერთობის უკლებლივ ყველა წევრისგან მყისიერად მოხდა არა მარტო გამიჯვნა ამ სულელური და უზნეო განცხადებისგან, არამედ ყველამ ერთმნიშვნელოვნად დავგმეთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.