ბათუმის სტადიონზე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს (ვიდეო)
ბათუმის სტადიონზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალ საფეხბურთო არენაზე დაგებულია ბალახის საფარი, ფასადი მოპირკეთებულია, შიდა ოთახები მოეწყო და მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა.
„სტადიონზე სკამების მონტაჟი დავასრულეთ. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. ამ ეტაპზე გარე პერიმეტრის მოწერიგება მიმდინარეობს. ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე“, – იტყობინება შპს „სტადიონის“ ოფიციალური გვერდი.
ბათუმის ახალი სტადიონი, პროექტის მიხედვით, 20 ათასს მაყურებელს დაიტევს და უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ასეთ შემთხვევაში, არენაზე საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო თამაშები გაიმართება.