ბათუმის „დინამომ“ სანაკრებო პაუზისას „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ სანაკრებო პაუზისას „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მოთამაშე გუნდებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ამხანაგური მატჩი გამართეს – „ვიტ ჯორჯია“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა.

დიღმის სპორტულ კომპლექსში გამართულ სპარინგში ეროვნული ლიგის ბინადარმა ბათუმის „დინამომ“ ლიგა 2-ს წარმომადგენელ „ვიტ ჯორჯიასთან“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და შესვენებამდე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მე-12 წუთზე ანგარიში ბათუმელთა ახალწვეულმა ლაშა შინდაგორიძემ გახსნა და გუნდის მაისურით ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა. გავიდა კიდევ ცხრა წუთი და „ვიტ ჯორჯიას“ კარი მეორედ გიორგი ფანცულაიამ აიღო. მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კი გიორგი ნიქაბაძემ მეტოქეს მესამეც გაუტანა და საბოლოოდ შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:0.

ვიტ ჯორჯია-დინამო ბათუმი 0:3

თბილისი, დიღმის საფეხბურთო კომპლექსი

გოლები: 0:1 შინდაგორიძე (12), 0:2 ფანცულაია (21), 0:3 ნიქაბაძე (84)