ბათუმის „დინამომ“ ალბანელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ალბანელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოში“ ახალი სეზონიდან ალბანელი ნახევარმცველი უერდი მარა ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

უერდი მარამ კარიერა „სკენდერბეუს“ აკადემიაში დაიწყო. მისი პროფესიონალური დებიუტი ამავე გუნდში 2015 წლის 12 ოქტომბერს ალბანეთის თასზე შედგა.

2016 წლის 24 მაისს, მარა იტალიის სერია A-ს „უდინეზეს“ დუბლშემადგენლობაში მიიწვიეს და გუნდის სახელით ხორვატიის ქალაქ რიეკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა. 2023 წლის იანვარში კი მარა სეზონის ბოლომდე იჯარით ბულგარულ კლუბ „ბეროეში“ გადავიდა.

მარა 2015 წელს ალბანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და იტალიის თანატოლთა წინააღმდეგ ითამაშა. შემდეგ გამოიძახეს ავსტრიაში ამხანაგურ ტურნირზე მექსიკის, ავსტრიისა და ბრაზილიის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.