ბათუმის „დინამოში“ ახალი სეზონიდან ალბანელი ნახევარმცველი უერდი მარა ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
უერდი მარამ კარიერა „სკენდერბეუს“ აკადემიაში დაიწყო. მისი პროფესიონალური დებიუტი ამავე გუნდში 2015 წლის 12 ოქტომბერს ალბანეთის თასზე შედგა.
2016 წლის 24 მაისს, მარა იტალიის სერია A-ს „უდინეზეს“ დუბლშემადგენლობაში მიიწვიეს და გუნდის სახელით ხორვატიის ქალაქ რიეკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა. 2023 წლის იანვარში კი მარა სეზონის ბოლომდე იჯარით ბულგარულ კლუბ „ბეროეში“ გადავიდა.
მარა 2015 წელს ალბანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და იტალიის თანატოლთა წინააღმდეგ ითამაშა. შემდეგ გამოიძახეს ავსტრიაში ამხანაგურ ტურნირზე მექსიკის, ავსტრიისა და ბრაზილიის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.