ბათუმის „დინამო“ „ტორპედოსთან“ დამარცხებას გადაურჩა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ „ტორპედოსთან“ დამარცხებას გადაურჩა #1TVSPORT

ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

ბათუმელებს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ოთხი ლიდერი აკლდათ – მეკარე ლაზარე კუპატაძე, მცველები გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი და ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომლებიც ნიდერლანდებში ვილი სანიოლის გამოძახებულთა შორის არიან და 6 ივნისს დანიშნული ნიდერლანდები-საქართველოს ამხანაგური მატჩისთვის ემზადებიან.

ქუთაისელები ოლეგ მამასახლისის და მეჰდი ბოუკასის გოლებით 2:0 იგებდნენ. მაგრამ ბათუმელებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს – „ტორპედოს“ კარი გიორგი ზარიამ და გია მანჯგალაძემ აიღეს და მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2.

ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, შემადგენლობა და მატჩის მომენტები კლუბის ინტერესების გათვალისწინებით არ განთავსდებოდა და მხარეების ერთობლივი შეთანხმებით, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟიც არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამომ“ სანაკრებო პაუზაზე ამხანაგური ქოიბულეთისშუქურასთანაც“ გამართა და ისიც ფრედ (1:1) დაასრულა. ეროვნული ლიგის XVI ტურის მატჩს „ტორპედო“ 9 ივნისს „რამაზ შენგელია არენაზე“ „სამტრედიასთან” გამართავს. გუნდმა მაისში შესაძლო 12 ქულიდან 10 მოიპოვა. ბათუმელები კი ეროვნული ლიგის მატჩს 10 ივნისს „ბათუმი არენაზე“ ჩაატარებენ და აუტსაიდერ „თელავს“ უმასპინძლებენ.