ბათუმის „დინამომ“ და „შუქურამ“ სპარინგ მატჩში ფრე ითამაშეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ და „შუქურამ“ სპარინგ მატჩში ფრე ითამაშეს #1TVSPORT

სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზით ეროვნული ლიგის გუნდებმა, ბათუმის „დინამომ“ და ქობულეთის „შუქურამ“ ისარგებლეს და ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზა ამხანაგურად ითამაშეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის „დინამოს“ 4 მოთამაშე (ლაზარე კუპატაძე, გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი, ჯაბა ჯიღაური) ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, გია გეგუჩაძემ „დინამო“ გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა.

38-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ – ფრანგმა ლეგიონერმა ვამარა სანოგომ პენალტი მოიპოვა და თავად გამოიყენა. ქობულეთელებმა წონსაწორობა ბოლო წუთზე აღადგინეს – საბოლოო ანგარიში მეკარესთან პირისპირ გასულმა მიშიკო სარდალიშვილმა დააფიქსირა და მატჩი 1:1 დასრულდა.

ეროვნულ ლიგის განახლებამდე ბათუმის „დინამო“ მეორე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – გია გეგუჩაძის გაწვრთნილები 4 ივნისს, ანგისას ბაზაზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებენ.


ბათუმის დინამო – შუქურა 1:1


გოლები: 1:0 ვამარა სანოგო (38. პ), 1:1 მიშიკო სარდალიშვილი (90)

დინამო: ალავიძე, ნავალოვსკი, მარგველაშვილი, აზაცკი, გეგეჭკორი, მანჯგალაძე, ტეიდი, გროცურეკი, გაფრინდაშვილი, ფანცულაია, სანოგო.

შეცვლაზე შევიდნენ: კობახიძე, გაგოშიძე, ჩუკვურა, მამუჩაშვილი, თევდორაძე, ზარია, ჯიჯავაძე, შინდაგორიძე, ნიქაბაძე, ჯოვინო.

შუქურა: თებიძე, ფარტენაძე, ჭანტურია, გოგიტიძე, კომახიძე, კაკაშვილი, კოლინსი, სარდალიშვილი, გაფრინდაშვილი, ჯეფერსონი, ინგოროყვა.

შეცვლაზე შევიდნენ: შეროზია, ხმალაძე, ექვთიმიშვილი, ჯინჭარაძე.

დატოვე კომენტარი