ბასილაშვილისა და ედმუნდის წყვილის გამარჯვებულს ფინალში დელ პოტრო ელოდება [ვიდეო]
ბასილაშვილისა და ედმუნდის წყვილის გამარჯვებულს ფინალში დელ პოტრო ელოდება [ვიდეო]

პეკინში მიმდინარე ATP-ს ტურნირზე პირველი ფინიალისტის ვინაობა გაირკვა. არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ფინალში უბრძოლველად გავიდა. ფაბიო ფონინისთან გასამართ ნახევარფინალში ასპარეზობაზე, მსოფლიო რეიტინგის 14-ე ნომერმა  იტალიელმა უარი, ტრავმის გამო განაცხადა და გადამწყვეტ შეხევდრაში მონაწილეობის უფლება, დელ პოტროს ავტომატურად ერგო.

30 წლის დელ პოტროს, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ATP-ს 22 ტურნირი აქვს მოგებული. სამჯერ  (2013 უიმბლდონი, 2009; 2018 როლან გარო ) დამარცხდა დიდი მუზარადის ნახევარფინალში, ერთხელ 2009 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.

გარდა ამისა რეიტნგი მეოთხე ნომერ არგენტინელს – ორი ოლიმპიური მედალიც აქვს. 2012 წელს მან ლონდონში ბრინჯაო დაიმსახურა. ოთხი წლის შემდეგ კი რიოში ფინალი, ენდი მარისთან დათმო.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი არგენტინელის მეტოქე, დღესვე, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კაილ ედმუნდის შეხვედრაში გაირკვევა. შეგახსნებთ რომ ბასილაშვილი და ედმუნდი ერთმანეთს ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეშიც დაუპირისპირდნენ და მაშინ, მარათონულ, ხუთსეტიან ბრძოლაში, გამარჯვება ბრიტანელს დარჩა (7:6/3:6/4:6/ 6:0/7:5).

ედმუნდისა და ბასილაშვილის ურთიერთშეხევდრების ისტორია კი 2016 წელს – „როლან გაროზე“ დაიწყო და გამარჯვება მაშინაც ედმუნდს ერგო. ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან შესულმა ბასილაშვილმა, პირველი წრის შეხვედრა 1:3 დათმო (6:7/7:6/5:7/1:6).

ბასილაშვილისა და ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ედმუნდის შეხვედრა, დღეს თბილისის დროით 17:00 დაიწყება.