ჯოკოვიჩმა იოლი მოგებით დაიწყო - აშშ-ის ღია, კაცები
ჯოკოვიჩმა იოლი მოგებით დაიწყო - აშშ-ის ღია, კაცები

აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში იოლი მოგებით გაგრძელდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებათა სერია. 2020 წლის სეზონში სერბმა ჩოგბურთელმა 24-დან 24 მატჩი მოიგო.

საწყის რაუნდში ჯოკოვიჩმა საათი და 58 წუთი მოანდომა ბოსნიელი დამირ ძუმჰურის დამარცხებას – 6:1, 6:4, 6:1. სერბმა მხოლოდ მეორე სეტში მიიღო სერიოზული ბრძოლა მეტოქისგან, როცა ძუმჰურმა მეოთხე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა, მეექვე გეიმში კი სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ეს იყო და ეს. სხვა მხრივ, ჯოკოვიჩი დომინირებდა კორტზე, თუმცა, ხარვეზებიც ჰქონდა: 29 უნებლიე შეცდომა (32 “ვინერსთან” ერთად), მათ შორის, ხუთი ორმაგი, ასევე მეტოქისთვის მიცემული შვიდი ბრეიკ-პოინტის შანსი. თავად ნოვაკმა 18 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი გამოიყენა.

მეორე რაუნდში ჯოკოვიჩის მეტოქე ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება, რომელმაც ოთხ სეტში მოუგო ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკს. ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი 5:1-ს უგებს ედმუნდს.