ბასიალშვილმა დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პირველმა ნომერმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (84) დოჰას 250-ქულიანი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქი ჩემ ილკელი (279) ორ სეტში 6:3, 7:5 დაამარცხა.
ქართველი საკვალიფიკაციოს ფინალში 29 წლის ბრიტანელ ლიამ ბროდის შეხვდება, რომელიც მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგში 140-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზი 2021 წელს დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა, შარშან კი ფინალში ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.