ბაშარ ასადი - მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყების მთავარი წამქეზებელი და ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტი იყო
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყების მთავარი წამქეზებელი და ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტი იყო, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა რუსულ სააგენტო „რიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სირიის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღში მებრძოლები სირიიდან გადადიან და ოფიციალურ დამასკოს ამის დადასტურება შეუძლია.
ბაშარ ასადის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სხვადასხვა რეგიონში ომებს თურქეთის შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად იწყებს და განსაკუთრებით, ეს დაკავშირებულია სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ერდოღანის სკანდალურ კავშირებთან.
„ყველამ იცის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ნავთობს ყიდდა თურქეთის გავლით აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საფარქვეშ. რა თქმა უნდა, თურქები მონაწილეობდნენ ამ ვაჭრობაში. ასეთია მისი მიზნები და ეს სახიფათოა“, – თქვა ასადმა.