ფრანქფურტის „აინტრახტის“ ფორვარდმა ბას დოსტმა დატოვა გერმანული კლუბი. ნიდერლანდელი ფეხბურთელი კარიერას ბელგიაში გააგრძელებს, კერძოდ, 31 წლის დოსტი „ბრიუგეს“ ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა „აინტრახტის“ პრესსამსახურმა.
ფრანქფურტულ გუნდში დოსტი შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, ფორვარდმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაიტანა, მათ შორის, 12 – ბუნდესლიგაში.
უფრო ადრე, დოსტის მიმართ დაინტერესებას „ტოტენჰემი“ გამოთქვამდა. „აინტრახტი“ ფეხბურთელში 5.5 მილიონ ევროს ითხოვდა. ფორვარდის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურებოდა.