„ბარსელონაში“ ისევ ფინანსური კრიზისია #1TVSPORT
„ბარსელონაში“ ისევ ფინანსური კრიზისია #1TVSPORT

„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ რომეუმ კატალონურ კლუბში ფინანსურ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„ბარსელონა“ ჯერ ისევ კრიზისშია. 16 ივნისს გაიმართება დელეგატთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასამბლეა, რომელიც შეეცდება „მკვდარი გუნდის“ გაცოცხლებას.

სიტუაცია კვლავაც კრიტიკულია, მაგრამ ერთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ ვიცით – სად ვართ და რაში მდგომარეობს პრობლემა. ჩვენ ვიცით რის გამო მოხდა ეს დრამა.

დავალიანება – 500 მილიონი ევროა. ამ ვალს შეიძლებოდა დამატებოდა დაახლოებით 150 მილიონი იმ შემთხვევაში, თუ არაფერს მოვიმოქმედებდით. თუ ვინმეს სურს კლუბის დახმარება, მოგვეცით 500 მილიონი. ეს ის არის, რაც გვჭირდება, რათა „ბარსელონა“ გადავარჩინოთ“, – განუცხადა Sport.es-ს რომეუმ.