„ბარსელონაში“ 16 წლის ფეხბურთელის, ანსუ ფატის დებიუტი შედგა

01:21, 26.08.2019

ბეტისთან“ დაპირისპირებაში „ბარსელონას“ მაისურით ვისენტე ვალვერდემ მეორე გუნდიდან დაწინაურებული 16 წლის ფეხბურთელი ათამაშა. მოედანზე კარლეს პერესის ნაცვლად გვინეა ბისაოელი ფეხბურთელი ანსუ ფატი შევიდა. ახალგაზრდა სპორტსმენი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო.

ანსუ ფატი 2002 წლის 31 ოქტომბერსაა დაბადებული.

ახალგაზრდა ფეხბურთელი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია.

მსგავსი