„ბეტისთან“ დაპირისპირებაში „ბარსელონას“ მაისურით ვისენტე ვალვერდემ მეორე გუნდიდან დაწინაურებული 16 წლის ფეხბურთელი ათამაშა. მოედანზე კარლეს პერესის ნაცვლად გვინეა ბისაოელი ფეხბურთელი ანსუ ფატი შევიდა. ახალგაზრდა სპორტსმენი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო.
ანსუ ფატი 2002 წლის 31 ოქტომბერსაა დაბადებული.
ახალგაზრდა ფეხბურთელი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია.