„ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა გააკრიტიკა ის გულშემატკივრები, რომლებიც თავს დაესხნენ კატალონელთა მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის ავტომობილს „რეალთან“ წაგებული მატჩის შემდეგ.
„ბარსას“ ლეგენდარულმა მცველმა აღიარა. რომ მისი ავტომობილიც დაზარალდა „კლასიკოს“ შემდეგ ფანების მოქმედების გამო.
„ეს ადამიანები არ არიან „ბარსელონას“ ნამდვილი გულშემატკივრები. მე სტადიონის ტერიტორია იქამდე დავტოვე, სანამ ფანები კუმანის ავტომობილს დაესხმებოდნენ თავს, თუმცა, ჩემი მანქანაც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.
არ ვიცი, მაყენებდნენ თუ არა ისინი შეურაცხყოფას – მე რადიოს ვუსმენდი. შესანიშნავად მესმის, რომ კუმანსა და მის ცოლს ახლა რთული მდგომარეობა აქვთ, სიტუაცია სახიფათო ხდება. „ბარსელონამ“ წესრიგი უნდა დაამყაროს და დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციოს იმ ხალხს, ვინც ამას არ იმსახურებს“, – მოჰყავს პუიოლოს სიტყვები გამოცემა Sport.es-ს.
„ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო სეზონის პირველი „ელ კლასიკო“.