კარლეს პუიოლი შეიძლება „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორად დაინიშნოს
კარლეს პუიოლი შეიძლება „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორად დაინიშნოს

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი კარლეს პუიოლი მოლაპარაკებებს აწარმოებს კატალონურ კლუბთან და შეიძლება მის სისტემაში დაბრუნდეს. ესპანეთის ჩემპიონის პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ გამოაცხადა, რომ ყოფილი ფეხბურთელი, შესაძლოა, კლუბის ახალი სპორტული დირექტორი გახდეს.

„ჩვენ განვიხილავთ მის დაბრუნებას კლუბში. იმედი ვიქონიოთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან კარლესმა ბევრი იცის ფეხბურთზე და იმაზე, თუ როგორ არის ყველაფერი ორგანიზებული. ბოლო დროს, პუიოლი არსად მუშაობდა და ქველმოქმედებით იყო დაკავებული. ვისურვებდი მის დაბრუნებას. მინდა დავხურო სპორტული დირექტორის ვაკანსია“, – განაცხადა ბარტომეუმ „ბარსა ტვ“-სთვის (Barça TV) მიცემულ ინტერვიუში.

პუიოლმა „ბარსელონას“ სტრუქტურაში 19 წელი გაატარა და კარიერა 2014 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 593 მატჩია „ბარსელონაში“, 19 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა.