„ბარსელონამ“ „ქაისერისფორიდან“ ფორვარდი იყიდა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „ქაისერისფორიდან“ ფორვარდი იყიდა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა თურქული „ქაისერისფორის“ ფორვარდის ემრე დემირის შეძენის შესახებ.

კატალონურმა კლუბმა 17 წლის ფეხბურთელში ორი მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო ჩაიწერა,

აღნიშნავენ, რომ დემირი ამ სეზონს „ქაისერში“ ჩაამთავრებს, რის შემდეგაც შეუერთდება „ბარსელონა B“-ს.