„ბარსელონამ“ „ლევანტეს“ ვერ მოუგო და ჩემპიონობის შანსები თითქმის დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „ლევანტეს“ ვერ მოუგო და ჩემპიონობის შანსები თითქმის დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბარსელონამ“ თითქმის დაკარგა ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვების შანსი. რონალდ კუმანის გუნდმა 36-ე ტურში სტუმრად ფრედ 3:3 ითამაშა „ლევანტესთან“ და ბოლო ოთხ მატჩში მესამედ ვერ შეძლო მოგება.

არადა, შესვენებისთვის „ბარსელონა“ ლეო მესისა და პედრის გოლებით 2:0-ს იგებდა, თუმცა, კატალონელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ორ წუთში ორჯერ გაუშვეს. 64-ე წუთზე დემბელეს გოლით „ბარსელონამ“ დაიბრუნა მატჩში ლიდერობა, მაგრამ „ლევანტემ“ 83-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაათანაბრა, როცა ტონიოს ჩაწოდების შემდეგ სერხიო ლეონმა გაიტანა.

დარჩენილ შვიდ წუთში „ბარსამ“ ანგარიშის შეცვლა ვერ შეძლო. ახლა, ის ლიდერ „ატლეტიკოს“ ერთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ მადრიდელებს 36-ე ტურში ჯერ არ უთამაშიათ და თუ შინ მოუგებენ „სოსიედადს“, კატალონელთა ჩამორჩენა ოთხი ქულა გახდება.