ინგლისური „ლესტერის“ ნახევარმცველი იური ტილემანსი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს. ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული კატალონელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი.
ნიდერლანდელ სპეციალისტს სურს შემადგენლობის გაძლიერება ფუნქციონალური მოთამაშით ნახევარდაცვაში. თავდაპირველად, „ბარსელონას“ პრიორიტეტული ვარიანტი იყო ჟორჟინიო ვეინალდუმი, მაგრამ „ლივერპულის“ ყოფილმა მოთამაშემ „პარი სენ-ჟერმენი“ აირჩია, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.
ტილემანსის კონტრაქტი „ლესტერთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.