„ბარსელონამ“ განაახლა ინტერესი „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის მიმართ, – იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Calcio Mercato.
წყაროს ცნობით, კატალონელები კვლავინდებურად ინტერესდებიან 23 წლის არგენტინელის ტრანსფერით, მაგრამ მზად არ არიან გადაიხადონ 60 მილიონ ევროზე მეტი.
ამ სეზონში მარტინესმა სერია A-ში 35 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.