ბაკურიანი 2023 | მსოფლიო ჩემპიონატის გამო ბაკურიანში სტრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა #1TVSPORT
ბაკურიანი 2023 | მსოფლიო ჩემპიონატის გამო ბაკურიანში სტრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა #1TVSPORT

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა.

15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან – 16:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“. 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის „ნიკორამდე“. 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად.

შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00-დან 18:00 საათამდე. საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე 10:00-დან – 16:00 საათამდე დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ორივე მონაკვეთზე: რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება: სასტუმრო „მგზავრებიდან“ ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“ და ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა.

წყარო – ტურიზმის დეპარტამენტი