„ლაიპციგის“ მცველი დეიოტ უპამეკანო შესაძლოა, „ბაიერნში“ გადავიდეს, – იუწყება talkSport.
უპამეკანოს „ლაიპციგთან“ კონტრაქტი 2021 წლის სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა, დიდია ალბათობა, რომ ფეხბურთელმა გუნდი უფრო ადრე დატოვოს და სხვა კლუბში გადავიდეს.
უპამეკანოს შეძენით მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად დაინტერესებულები არიან: „ტოტენჰემი“, „არსენალი“ და „ბარსელონა“.
ფრანგი ფეხბურთელი „ლაპციგში“ 2017 წელს გადავიდა და ტრანსფერი გერმანელებს ცხრა მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ.
უპამეკანოს Transfermarkt 50 მილიონ ევროდ აფასებს.