„ბაიერნს“ უპამეკანოს შეძენა სურს

14:36, 15.02.2020

„ლაიპციგის“ მცველი დეიოტ უპამეკანო შესაძლოა, „ბაიერნში“ გადავიდეს, – იუწყება talkSport.

უპამეკანოს „ლაიპციგთან“  კონტრაქტი 2021 წლის სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა, დიდია ალბათობა, რომ ფეხბურთელმა გუნდი უფრო ადრე დატოვოს და სხვა კლუბში გადავიდეს.

უპამეკანოს შეძენით მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად დაინტერესებულები არიან: „ტოტენჰემი“, „არსენალი“ და „ბარსელონა“.

ფრანგი ფეხბურთელი „ლაპციგში“ 2017 წელს გადავიდა და ტრანსფერი გერმანელებს ცხრა მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ.

უპამეკანოს Transfermarkt 50 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი