ვეტერანმა ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ერთი წლით მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონის რიგებში 2018-2019 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბავარიული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
რიბერი „ბაიერნის“ რიგებში 2007 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად ის რვაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ხუთ-ხუთჯერ მოიგო გერმანიის თასი და სუპერთასი, გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ფრანგს მიუნხენურ გრანდში სულ 385 ოფიციალური მატჩი და 117 გოლი დაუგროვდა.