მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალი სეზონისთვის მზადების დროს პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სამოყვარულო კლუბი „როტაჰ-ეგერნი“ 27:0 გაანადგურა.
გერმანიის ჩემპიონის რიგებში ხუთ-ხუთი გოლი გაიტანეს ჯამალ მუსიალამ, მატის ტელმა და მარსელ ზაბიტცერმა. ჰეთ-თრიკი შეასრულა სერჟ გნაბრიმ.