„ბაიერნმა“ ახალი მეკარე წარადგინა - მიუნხენელებმა დანიელ პერეცთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა თელ ავივის „მაკაბისა“ და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მეკარესთან, 23 წლის დანიელ პერეცთან. პერეცი „ბაიერნში“ 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება და 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ყველა ბავშვის ოცნებაა, ერთ დღეს ისეთ დიდ კლუბში ითამაშოს, როგორიც „ბაიერნია“. როდესაც მიუნხენელების ინტერესის შესახებ გავიგე, მხოლოდ ერთი სურვილი გამიჩნდა, იქ გადავსულიყავი. მსურს, გუნდის წარმატებაში საუთარი წვლილი შევიტანო,“ – განაცხადა მიუნხენელთა ახალწვეულმა.
ზაფხულში საქართველოში გამართულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პერეცი ისრაელის ახალგზრდული ნაკრების კარს იცავდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ განიხილებოდა „ბაიერნში“ საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი, მაგრამ მიუნხენელებმა საბოლოოდ არჩევანი პერეცზე გააკეთეს.