მიუნხენის „ბაიერნი“ სეზონის ბოლომდე ტომას ტუხელს არ გაათავისუფლებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ სეზონის ბოლომდე ტომას ტუხელს არ გაათავისუფლებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ლევერკუზენის „ბაიერთან“ 0:3 დამარცხდა და გათამაშების ლიდერს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება.

მედიაში „რეკორდმაისტერის“ მარცხის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელები გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს სეზონის ბოლომდე გაუშვებდნენ თანამდებობიდან, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს სეზონის დასრულების საშუალებას მისცემენ.

ტომას ტუხელი ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩისას თავისი ფეხბურთელების მოქმედებებით მოედანზე იმედგაცრუებული იყო და ამის შესახებ საჯაროდაც საუბრობდა.

50 წლის გერმანელმა მწვრთნელმა მიუნხენის „ბაიერნი“ გასული წლის მარტში ჩაიბარა, 2022/23 წლის სეზონში მან გუნდს ბუნდესლიგა მოაგებინა.