ოფიციალურად - ბრაიან სარაგოსა კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, „გრანადას“ ნახევარმცველი ბრაიან სარაგოსა ზაფხულში გერმანულ კლუბს შეუერთდება.
„ბაიერნმა“ ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომელიც ძალაში 2029 წლის ზაფხულის ჩათვლით იქნება. სარაგოსა „რეკორდმაისტერის“ შემადგენლობაში ვარჯიშს 2024 წლის ივლისიდან დაიწყებს.
მიმდინარე სეზონში „გრანადას“ რიგებში 22 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა 14 შეხვედრა ჩაატარა, მან ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბრაიან სარაგოსა მალაგაში დაიბადა და ადგილობრივ კლუბში იზრდებოდა, ის „გრანადაში“ 2019 წელს გადავიდა. ესპანეთის ნაკრებში მას ერთხელ აქვს ნათამაშები.