მიუნხენის „ბაიერნი“ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის კანდიდატურას არ განიხილავს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის კანდიდატურას არ განიხილავს #1TVSPORT

Sky Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ გუნდის მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის კანდიდატურას არ განიხილავს.

მიუნხენური გრანდის დამრიგებელი ტომას ტუხელი თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. რამდენიმე გერმანული წყაროს ცნობით კი, „ბაიერნი“ მოლაპარაკებას ზიდანთან და რალფ რანგნიკთან აწარმოებდა.

თუმცა, Sky Sport-ი იუწყება, რომ „ბაიერნი“ იულიან ნაგელსმანის დაბრუნებაზე მუშაობს. 36 წლის სპეციალისტი ამჟამად გერმანიის ნაკრებს უდგას სათავეში.

ნაგელსმანი „რეკორდმაისტერს“ 2021-2023 წლებში წვრთნიდა. მასთან ერთად გუნდმა ერთხელ – ბუნდესლიგა და ორჯერ გერმანიის სუპერთასი მოიგო.