მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

ლეგენდარულ გერმანელ მეკარეს მიუნხენურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება, კლუბი კი ოფიციალურ შეთავაზებას ნოიერს უახლოესი კვირების განმავლობაში გაუკეთებს.

სავარაუდოდ, მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება და 2025 წლის 30 ივნისამდე გაფორმდება.

37 წლის მანუელ ნოიერი „ბაიერნის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. გუნდთან ერთად მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 11-ჯერ ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა.