„ბაიერნი“ „ლევერკუზენის“ ჩილელ ლეგიონერს დაიმატებს
„ბაიერნი“ „ლევერკუზენის“ ჩილელ ლეგიონერს დაიმატებს

„ლევერკუზენის“ ნახევარმცველი ჩარლეს არანგისი ახლოს არის მიუნხენის „ბაიერნში“ კარიერის გაგრძელებასთან.

გერმანიის ჩემპიონი აპირებს ჩილელი მოთამაშე წლევანდელ ზაფხულში გადაიბიროს. არანგისს კონტრაქტი უმთავრდება „ლევერკუზენთან“ და „ბაიერნი“ ფეხბურთელს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით მიიღებს, – იტყობინება „რადიო ფუტურო“ (Radio Futuro).

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში არანგისმა 18 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ჩილეს ნაკრებში ფეხბურთელს 70 მატჩი და შვიდი გოლი აქვს.