ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია - ეკატერინბურგის „გრანდ სლემი“ [ვიდეო]
17:53, 15.03.2019
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე ძიუდოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა მოუპოვა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ თაროშფუჯისაკას დაუპირისპირდა და ვადამდე დაამარცხა. ნინიაშვილმა მეტოქეს სტარტიდან ერთ წუთში ვაზა-არი აუღო, კიდევ ერთ წუთში კი იპონონზეც დააგდო და „გრანდ სლემებზე“ თავისი პირველი მედალი მოიპოვა.
დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ერთმა ქართველმა, ლუხუმ ჩხვიმიანმაც იჭიდავა, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრი ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან დამატებით დროში დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ტურნირში დღესვე კიდევ ერთი ქართველი, თეიმურაზ ნოზაძე (60 კგ.) ჩაერთო, რომელიც ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა. რაც შეეხება მეორე დღეს, ხვალ ტატამზე ნოდარ მეტრეველის გუნდიდან ლაშა შავდათუაშვლი (73 კგ.), ვალერი იაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (81 კგ.) გავლენ.