ბაღდადში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა
ბაღდადში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა

ბაღდადში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ინციდენტი ეს-სანაქის რაიონში მდებარე ხიდთან მოხდა. სამართალდამცველებმა თავდაპირველად ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, შემდეგ კი გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. ერაყის უსაფრთხოების სამსახურები ამტკიცებენ, რომ პოლიციელებს აქტივისტები დაესხნენ თავს და სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, ეპასუხათ.

აქციები ბაღდადში პარასკევის ლოცვის შემდეგ დაიწყო. აქტივისტები ტაჰრირის მოედანაზე შეიკრიბნენ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადეს. დემონსტრანტებმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

პარალელურად, ერაყში შიიტების გავლენიანი ლიდერის მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერთა მსვლელობაც გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ერაყიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანა მოითხოვეს.