ბაჩო დოლიძე - ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში
ბაჩო დოლიძე - ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში

ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით – სწორად გამიგეთ, ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში. ნიკამ საჯაროდ და გახსნილად ისაუბრა, როგორც ხელის ჩამორთმევის ფაქტზე, ისე ურთიერთობის შეწყვეტაზე. ცივილური, ნორმალური ფორმაა, როდესაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით საჯაროდ ვსაუბრობთ. რაც მალე დავუსვამთ ამ საკითხს წერტილს, უკეთესია, რადგან ჩვენი ამოცანა არის, რომ სწორება ოპოზიციის და პარტიის იყოს ის, რაც არის დღევანდელ დღეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ამ საკითხს ჩვენ უბრალოდ აღარ მივუბრუნდებით და სხვებსაც მოვუწოდებთ, რომ რაც მალე შევცვლით ვექტორს და ეს ვექტორი მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულისკენ, ყველასთვის უკეთესი იქნება“,- განაცხადა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ამასთან, „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავით კეზერაშვილთან „პარტნიორობს და იპარტნიორებს“.