აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით მკურნალობას 9 617 კოვიდინფიცირებული აგრძელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 245 490 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3 339 ადამიანი.